ჩვენს შესახებ

Orbi City Hotel გთავაზობთ მომსახურების ფართო არჩევანს, რათა უზრუნველყოს კომფორტული და დასამახსოვრებელი დასვენება მისი სტუმრებისთვის. სტილითა და სიმყუდროვით სავსე ადგილი, სადაც ყოველთვის იპოვით დროსა და სივრცეს განტვირთისთვის. ორბის სასტუმროების ქსელი, წლებია უკვე ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა და ალბათ, დასვენების დაგეგმვისას არჩევანის უამრავ შესაძლო ვარიანტებშიც სტუმრებისთვის მოწინავე ადგილს სწორედ ის იკავებს. ზღვის, მზისა და მთის საოცარი, პანორამული ხედები, მომსახურების მაღალი სტანდარტები და საუკეთესო ადგილმდებარეობა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რამაც ორბის სატუმროების ქსელი წამყვან ბრენდად აქცია წლების წინ და ის ღირსეულად იკავებს დღემდე ამ მოწინავე პოზიციას. მოდერნიზებული ნომრები, მყუდრო გარემო როგორც სამუშაოდ, ასევე, უბრალოდ დასვენებისა და მნიშვნელოვანი დღეების გასატარებლად, მასაჟის სარელაქსაციო სერვისი, 24 საათიანი ქოლ-ცენტრი, მუდამ მომღიმარი პერსონალი და ატმოსფერო, რომელიც ყველა შესაძლო პირობას გიქმნით ბედნიერებისთვის, განაპირობებს იმას, რომ აქ ყველაზე ახლოს გრძნობთ თავს სამოთხესთან. ერთი ბენეფიტი, რაც ცალსახაა ყველა სტუმრისთვის, არის სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, რომელიც ერთნაირად კომფორტულია როგორც ოჯახის. ასევე, წყვილებისა და უბრალოდ, ინდივიდუალური ჯავშნებისთვის. შესაძლოა ბევრმა არ იცოდეთ, რომ ორბის სასტუმროების ქსელი რამდენიმე სასტუმროსგან შედგება და ყველა მათგანს განსაკუთრებული, ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს, რაც კიდევ უფრო დიდ კომფორტს უქმნის სხვადასხვა გემოვნებისა და სეგმენტის მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში, რაც ავტომატურად გაახლოვებს ქალაქის აქტიურ მუხტთან.

გენერალური

სასტუმროს სახელწოდება: Orbi City Hotel
სასტუმროს ტიპი: რეზიდენცია
ქსელის კატეგორია: დამოუკიდებელი
ოფიციალური სახელწოდება: LTD ORBI GROUP BATUMI
საიდენტიფიკაციო ნომერი: 445468798
ოთახების რაოდენობა: 300
ტელეფონი: +995 422 200 250
ელექტრონული მისამართი: info@orbihotels.com
ვებგვერდი: https://www.orbihotels.com/hotel/orbi-city
Facebook: hotelorbicity
Instagram: orbihotels
Twitter: orbihotels

დაწესებულების წესები

შემოსვლა: 15:00
გასვლა: 12:00
სალაპარაკო ენა: English, Georgian
გადახდის მართვა: Cash, Diners Club, Discover, JCB, Maestro, MasterCard, VISA
ცხოველები დაშვებულია: დიახ